ვიზიტი კარდიოლოგთან - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ყოველ წუთში მკერდის არეში წამიერი ძლიერი დარტყმები მაქვს და თითქოს გონება უნდა დავკარგო ისეთი შეგრძნება მაქვს. ასეთივე შეგრძნება მაქვს ძლიერი ხველებისას
პასუხი:

მოგესალმებით,

დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხი გაგცეთ, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია, თქვენს მიერ აღნიშნულ სიმპტომს იწვევდეს გულის ნევროზი ანუ კარდიოფობია.

სტრესის ჰორმონის გავლენით გულის კუნთის მკვებავი წვრილი  სისხლძარღვები ვიწროვდება, მიოკარდიუმს აკლდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები და ისიც ნერვულ სისტემას მოსალოდნელი შეფერხების თაობაზე სიგნალს უგზავნის. პასუხად ტვინი მსხვილ არტერიებს გაფართოებას უბრძანებს და უსიამოვნო შეგრძნებებიც წყდება. ასეთი ტკივილი ფუნქციური ხასიათისაა, ის წამიერია, არ არის საშიში და, ჩვეულებრივ, მალევე ცხრება, თუმცა აუცილებელია განახორციელოთ ვიზიტი კარდიოლოგთან, რათა გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიები.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ  კარდიოლოგიურ კვლევას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა