ტაქიკარდია - კარდიოლოგია

კითხვა: ტახიკარდია მაინტერესებს რა არის და რას იწვევს
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტაქიკარდია არითმიის სახეობაა, რომელსაც ახასიათებს გულის შეკუმშვების გაზრდა — წუთში 90-ზე მეტი დარტყმა.
ტაქიკარდია ჯანმრთელ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, სტრესულმა სიტუაციამ, ჟანგბადის უკმარისობამ, ჰაერის მომატებულმა ტემპერატურამ, წამლების, ალკოჰოლის, ყავის გავლენამ, მკვეთრმა ადგომამ საწოლიდან და ა.შ.
მისი შეტევა არსებობს ხანგრძლივი ან ხანმოკლე (რამდენიმე წამიანი). ყველაზე საშიში სინუსური ტაქიკარდიაა, რომლიც დროსაც, პულსი შეუმჩნევლად იცვლება და ნორმალიზდება.
ტაქიკარდიამ მკურნალობის გარეშე, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა და გულის უკმარისობა.
გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსარიცხად, აუცილებელად უნდა მიმართოთ კარდიოლოგს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა