მოგესალმებით,
წინაგულთა ფიბრილაცია არის გულის რიტმის დარღვევის სახე, რომელსაც მარტივად მოციმციმე არითმიას უწოდებენ. მოციმციმე არითმიას საფუძვლად უდევს გულის კუნთის შეცვლილი ელექტრული აქტივობა, რაც განაპირობებს გულის არარეგულარულ და არაკოორდინირებულ მუშაობას.
რაც შეეხება პაროქსიზმულ ფორმას, ეს არის არითმიის რამდენიმე ან მრავლობითი ეპიზოდი, რომელიც გრძელდება 48 საათზე მცირე ხანს და იხსნება თავისთავად. მიუხედავად ამისა, არითმიის ეპიზოდი ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე.
არსებობს მრავალი ფაქტორი ,რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მოციმციმე არითმიის განვითარებას, მაგრამ არ არსებობს რომელიმე გამორჩეული ფაქტორი , რომელიც ერთმნიშვენლოვნად შეიძლება იწვევდეს მას. მაგალითად:
- ასაკი;
- ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
- გულის შეტევა (ინფარქტი, სტენოლარდია);
- გულის სარქვლოვანი დაავადება;
- გულის უკმარისობა ;
- გულის გადატანილიოპერაცია;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- თამბაქოს და კოფეინის ჭარბი მოხმარება და ა.შ.
მედიკამენტებით შესაძლებელია რეციდივების შემცირება, მაგრამ როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში სრული განკურნება არ ხდება.
მხოლოდ ამ კვლევის პასუხის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი ექიმის მითითებებს და ჩააყენოთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზური მონაცემებისა და ჩატარებული კვლევების პასუხების შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!