მოგესალმებით,
ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ადამიანი სიცოცხლის საშუალოდ 27 წელს ძილში ატარებს. ცნობილია ძილის დარღვევის 80-ზე მეტი ნაირსახეობა, პრობლემა კი ძალიან გავრცელებულია - მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს აწუხებს.
უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია.
რაც შეეხება კარდიოლოგიურ პრობლემებს, ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, ჰიპოტენზიად უნდა ჩავთვალოთ სისტოლური წნევის 90-ზე და დიასტოლურის 60-ზე ნაკლები მაჩვენებლები.
ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს:
● მედიკამენტებმა. ჰიპოტენზიური ეფექტი აქვთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს) და მაღალი წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს;
● გულის პათოლოგიებმა. დაბალი წნევა შეიძლება გამოიწვიოს მეტისმეტად გაიშვიათებულმა გულისცემამ (ბრადიკარდიამ) გულის სარქვლის პრობლემებმა;
● ჰორმონულმა დარღვევებმა. მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით პასიურობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა, სისხლში შაქრის ოდენობის შემცირება, დიაბეტიც კი.
უმჯობესია, პირველ რიგში ვიზიტი განახორციელოთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები.
ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !