კითხვა: მოგესალმებით შეკითხვა მაქვს გულის არითმიასთან დაკავშირებით შესაძლებელია თუ არა არითმიისაგან განკურნება?
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვამრთავს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
არითმია წარმოადგენს მდგომარეობას, როცა გულის რითმი დარღვეულია. არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი. გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
ეს იმდენად რთული და მრავლისმომცველი საკითხია, რომ ცალკე დარგად – არითმოლოგიად არის გამოყოფილი.
არსებობს არითმიების ოთხი ძირითადი ტიპი:

  • ექსტრა შეკუმშვები;
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია;
  • ვენტრიკულური არითმიები;
  • ბრადიარითმიები.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ, გამწვავების რისკი, გულის არითმიების დროს, მკაცრად უნდა დაიცვათ ყველა სამედიცინო რეკომენდაცია, ისეთი ძირითადი დაავადებების დროს როგორებიცაა:

  • ჰიპერტენზია;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • ათეროსკლეროზი;
  • კარდიოსკლეროზი;
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი ავადმყოფობა;
  • მიტრალური სტენოზი და ა.შ.

არითმიების აღმოცენების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია შერჩეული დიეტის დაცვა, უარის თქმა ისეთ სასმელებზე როგორიცაა:

  • ძლიერი ყავა;
  • ჩაი;
  • ალკოჰოლი.
  • სასარგებლოა ზომიერი ფიზიკური აქტივობა:
  • სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული;
  • ძილის მოწესრიგება;
  • სხეულის წონის ოპტიმიზირება;
  • სისხლში შაქრის მონიტორინგი და კორექცია.

სასურველია, პირველ რიგში დადგინდეს არითმიის ტიპი და მიზეზები.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ კარდიოლოგთან კონსულტაციაზე. სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და ჩატარებულ კვლევათა მონაცემების მიხედვით, შეგერჩევათ მკურნალობის მეთოდი.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა