გულის ფრიალი - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ერთი თვეა მაქვს გულის პრობლემები,რაც გამოიხატება შემდეგში. აჩქარება ან ფრიალი. ან თითქოს სუნთქვა მიწყდება. ამას თან ახლავს ფორიაქი. ვსვამ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს. ამრა,ემკორი და ტრიმეკორი მრ.წნევა ჩადგა მაგრამ ვარ სუსტად მაინც.და მაქვს ტავში ბჟუილის მსგავსი რაღაც. თავბრუ. რამეთი დამეხმარებით? მადლობა დიდი.
პასუხი:

მოგესალმებით,
შესაძლოა სიმპტომების გამომწვევი იყოს კარდიოფობია. გულის ნევროზის განვითარება ხშირად დაკავშირებულია ნერვულ-ემოციურ სტრესთან, გადაღლასთან, აღელვებასთან, ქრონიკულ ინფექციასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ასევე გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.
ამ დროს, ხშრიად გამოiხატება ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში.
ხშირად აღინიშნება:

  • გულის ფრიალი;
  • ოფლიანობა;
  • ფიზიკური სისუსტე;
  • დაღლილობის შეგრძნება.

ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, სასურველია, განმეორებით ჩაიტაროთ კარდიოლოგიური კვლევები.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა