მოგესალმებით,
არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად დაქვეითებულია , არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.
დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.
მიზეზთა შორის რაც თავის ტკივილს განაპირობებს, შესაძლოა იყოს ჰიპოტენზია. ამიტომ, პირველ რიგში აუცილებელია, დაზუსტდეს ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი.
საინტერესოა, ხომ არ აღინიშნებოდა 11 წლის ასაკში სწრაფი აქსელერაციის პროცესი, სიმაღლეში მკვეთრი ზრდა და ამას ხომ არ უკავშირდება დროის მიხედვით თავის ტკივილების და იმავდროულად დაბალი არტერიული წნევის ფორმირების პერიოდი ?
ხომ არ გაქვთ ჩატარებული დოპლეროგრაფია და როგორი იყო კვლევის მონაცემები ?
რაც შეეხება მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას, ცხადია, მისი ჩატარება კარგი რეკომენდაციაა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში სადაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულნი ვიქნებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !