ალერგიული რინიტი, ასთმა, ტაქიკარდია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ალერგიული რინიტი, ასთმაც ოღონდ სრულიად ჩამოყალიბებული არ მაქვს. ვიკეთებ 1წელია ვაქცინას, ჰიპოს. პრეპარეტებს კი 2წელია ვიღებ. მაინტერესებს თუ იწვევს გულის არეში ტკივილს ან ტახიკარდიას?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ალერგიული რინიტი;
  • რა არის ასთმა;
  • ასთმის მაპროვოცირებელი ალერგენები;
  • ტაქიკარდია.

ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება გახლავთ, რომელის დროსაც სასუნთქ გზებში ვითარდება მთელი რიგი პროცესები, როგორიცაა:

  • ბრონქოკონსტრიქცია;
  • ლორწოს სეკრეცია;
  • ვენური კაპილარების განვლადობის მომატება;
  • ეოზინოფილების აკუმულაცია.

ალერგიული რინიტის დროს, ალერგენთან შეხების შემდეგ, როგორც ადრეული , ისე გვიანი ფაზის რეაქციების განმავლობაში, ცისტეინური ლეიკოტრიენები გამოთავისუფლდებიან ცხვირის ლორწოვანი გარსიდან და იწვევენ ალერგიული რინიტის სიმპტომების განვითარებას.

ასთმა

ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა.
ასთმა სხვადასხვა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ბრონქული ასთმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს როგორც სახლში, ისე სახლის გარეთ არსებული ალერგენები. ამ კუთხით საშიშია ცუდი საცხოვრებელი პირობები, აეროალერგენებთან ხშირი კონტაქტი, ვირუსული ინფექციები, მედიკამენტური ალერგენები, ბალიშის ბუმბული, ლეიბის მატყლი (აუცილებელია მათი შეცვლა სინთეზური მასალით), კოსმეტიკა, პარფიუმერია და სხვა.

ტაქიკარდია

არითმია წარმოადგენს მდგომარეობას, როცა გულის რითმი დარღვეულია. არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი. გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი, სწორედ არითმიის ერთ–ერთ ტიპს წარმოადგენს ტაქიკარდია. აღნიშნული ტერმინით გულისცემის უეცარი მომატება იგულისხმება. ამ დროს გულისცემა წუთში 140-250-მდე იმატებს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების მართვის მსგავს შემთხვევებს ხშირად აქვს ადგილი კლინიკურ პრაქტიკაში. ასეთი კლინიკური პრობლემის მქონე პაციენტები, მიუხედავად განმეორებითი გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევების მაღალი რისკისა, ხშირად რჩებიან მართვის ეფექტური ღონისძიებების გარეშე იმის გამო, რომ კლინიკური განვითარების ამ ეტაპზე მათ მხოლოდ მცირე ჩივილები უვლინდებათ.
მიმოწერის რეჟიმში ზუტი დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია. გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები, სწორედ ამ მიზნით, კლინიკის აქცის ფარგლებში შემოგთავაზებთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul-siskhldzarghvta-patologiebis-droulad-gamovlenis-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა