მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელი და არაპროფესიულია. თუმცა, შევეცდებით ზოგადად მოგახსენოთ.
თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე შესაძლოა საქმე ეხებოდეს არტერიულ ჰიპერტენზიას, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან.
არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა ჩივილებისა და ყოველგვარი გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობდეს. დაავადების პირველმა ნიშნებმა შესაძლოა თავი იჩინოს გართულებების განვითარების შემდეგ. ჰიპერტენზიას რაიმე სპეციფიური ჩივილი არ ახასიათებს. იგი ხშირად წნევის შემთხვევითი გასინჯვისას ვლინდება და შესაძლოა ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა. როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გულის ფრიალი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენა, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში, კანის სიწითლე.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია:
- ელექტროკარდიოგრამა;
- შარდის საერთო ანალიზი;
- სისხლში გლუკოზის განსაზღვრა;
- კრეატინინის განსაზრვრა;
- კალიუმი;
- ჰემატოკრიტი;
- კალციუმი;
- ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა.
შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევებიც, ამას ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, სრულ კადრიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, რაც ითვალისწინებს მხოლოდ 99 ლარად შემდეგი მომსახურებების ჩატარებას:
- ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
- ექოკარდიოგრაფია;
- ელექტროკარდიოგრაფია;;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- ლიპიდური სპექტრი;
- კრეატინინი;
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!