კითხვა: მოგესალმებით.პაციენტს აქვს გულის პრობლემები,არითმია;ფილტვების ქრონიკული დაავადება. "ქოდი".ახლა დაერთო ბუსილის გართულება და აქვს მუცელი ძალიან შებერილი,გამაგრებული და გაწითლებული.თქვენ კლინიკაში თუ შეიძლება ასეთი სირთულეებთ პაცუენტი ან რა ფინანსური შეღავათები გვექნება(სოციალურად დაუცველი ა). შესაძლებელია დაჭირდეს მუცლის ღრუსთვის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაინტერესებს ამ სტატუსის პაციენტს(სოციალურად დაუცველი)გადახდება თუარა ფული და რაღირს ?მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ ) ხასიათდება სასუნთქი ნაკადის ქრონიკული შეზღუდვით, ფილტვის პათოლოგიური ცვლილებების სპექტრით, ზოგიერთი ყურადსაღები ეფექტითა და მნიშვნელოვანი კომორბიდული მდგომარეობებით, რომელთაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინონ პაციენტის სიმპტომების ცალკეული გამოვლინების სიმძიმეზე.
თქვენს მიერ ძირითადად წარმოდგენილია პაციენტის ქრონიკული მდგომარეობები, გარდა მუცლის ღრუსთან დაკავშირებული ჩივილებისა, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გადაუდებელ დახმარებას .
უნდა გაცნობოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების მკურნალობას, მიუხედავად პაციენტის სოციალური სტატუსისა, ხოლო გეგმიური გამოკვლევები და ვიზიტები ამა თუ იმ სპეციალისტთან შესაძლებელია, მოგვარდეს სხვა გზით, რაც ჩვენს კლინიკაშია დანერგილი. კერძოდ, შესაძლებელია, პაციენტმა ჩაიტაროს შესაბამისი სპეციალისტის უფასო კონსულტაცია და მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა № 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს პაციენტის კლინიკურ კვლევას.
ამ კუთხით გთავაზობთ ქირურგის უფასო კონსულტაციას რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს. თუ გასინჯვისას გამოვლინდა გადაუდებელი მდგომარეობა, მაშინ პაციენტი გადამისამართდება სტაციონარში და გაეწევა შესაბამისი პროგრამული მომსახურება.
ქირურგის უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა