კითხვა: გამარჯობა. მარცხენა ფეხზე მუხლის უკან ზოგჯერ მიწითლდება მაგრამ ერთ 10-15 წუთში ქრება ეს შეწითლება . შეშუპება არ მაქვს მაგ არეში. თუმცა თუ ვზივარ ან ვწევარ ადგომისას ფეხის დადგმისას ქუსლი მეტკინება და სიარულში კი ეს ტკივილი ქრება . ასევე მუხლს უკან ან ფეხის უკანა კუნთზე ზოგჯერ მაქვს ჩხვლეტის შეგრძნება, მაინტერესებს რა დააავადება შეიძლება იყოს ? ტროპონინი გავიკთე და უარყოდითი იყო . ეს ტროპონინის ანალიზი გამორიცხავს თრომბს ? გულის არეშიც ზოგჯერ მაქვს ტკივილივით მოვლითი. გულის ექოსკოპიაც გავიკეეთე კარდიოგრამაც და არაფერი არ იყო პათოლოგიური. იქნებ დამაკვალიანოთ ...
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტროპონინი წარმოადგენს რეგულატორულ ცილას, რომელიც გულის კუნთის შეკუმშვაში მონაწილეობს.
შესაბამისად, ტროპონინის ტესტი გამოიყენება იმის დასადგენად, ტკივილი გულმკერდის არეში გამოწვეული იყო თუ არა – გულის კუნთის იშემიური დაზიანებით.
თუ მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, არსებობს გულის იშემიის ვარაუდი – ტესტის გამეორება ხდება 6-9 საათის შემდეგ.
გულმკერდში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ტკივილი განსხვავებულია, ტკივილის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირება კი, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის მიერ და რა კლინიკურ–ლაბორატორიული საშუალებებით გამოიკვლიეს პაციენტი.
თუ არსებობს ვარაუდი, რომ თრომბია მარცხენა წინაგულში – ტარდება ტრანსეზოფაგური ექოსკოპია.
მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დიაგნოსტირება შეუძლებელია. შესაძლოა, საქმე გვქონდეს ორ დამოუკიდებელ პათოლოგიასთან:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია;
  • ტრავმატოლოგიური პათოლოგია.

რაც შეეხება ქუსლის ტკივილს, შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს ქუსლის ძვლის დეზი, იგივე პლანტარული ფასციიტი, რომელიც არის ქუსლის არეში ფასციის დაზიანების და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი.
სასურველია, პირველ რიგში, დარწმუნებით გამორიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევებს ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

კვლევის ჩატარების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
ასევე, ვიზიტისას შესაძლოა დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს ტრავმატოლოგი და ანგიოლოგი.
გაცნობებთ, რომ ანგიოლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ორშაბათს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა