არტერიული ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ჩემთვის მოულოდნელად ამიწია წნევამ 200/120-ზე. პროფილაქტიკის შემდეგ წნევა დავიდა 160/90-ზე, მაგრამ დამიტოვა სერიოზული ტკივილი გულმკერდის არეში და ე.წ კუჭის ყელთან. ექიმთან კონტაქტი აუცილებელია, მაგრამ მანამდე იქნებ მითხრათ, რა დამიზიანდა მაღალი წნევის გამო და რა შეძლება მოვიმოქმედო? წინასწარ მადლობას გიხდით.
პასუხი:

მოგესალმებით, 

არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. საშუალოზე მძიმეა მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში –რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰიპერტენზიით დაავადებული ხუთი ადამიანიდან სამი არ მკურნალობს.

არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და ვინაიდან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.

არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ.სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებში, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლის მიღწევაა. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ.სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.

იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სამიზნე წნევაა <130/80 მმ ვწყ. სვ.

როგორც აღნიშნავთ ”დამიტოვა სერიოზული ტკივილი გულმკერდის არეში და ე.წ კუჭის ყელთან“, იქიდან გამომდინარე, რომ გულსა და კუჭს აქვთ საერთო ინერვაცია, შესაძლოა ტკივილი გადაეცემოდეს კუჭს.

დისტანციურად სრული ანამნეზისა და გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის დასმა არაკორექტულია. შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, სრულ კადრიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა