მოგესალმებით,
გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს. განასხვავებენ გულის მანკის რამდენიმე ტიპს.
შესაბამისად, რთულია გიპასუხოთ თქვენს შემთხვევაში პრევენციის გზებზე, მითუმეტეს ზოგადად და ასე ცალსახად.
დისტანციურად მედიკამენტებზე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ და თქვენც გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე.
მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/kardiologia-/22
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!