გულ–სისხლძარღვთა პათოლოგია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს გულის ექოსკოპიაზე და კარდიოგრამაზე თუ ჩანს ყველაფერი გულთან დაკავშირებით. ანუ, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებაც გამოჩნდება თუ კიდევ სხვა კვლევაა საჭირო. კარდიოგრამაც და ექოსკოპიაც მაქვს გადაღებული და არანაირი პრობლემა არ ჩანს და კიდევ რაიმე კვლევა უნდა ჩავიტარო თუ შემიძლია დავეყრდნო ამ ორ კვლევას?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი ექიმების მიერ, თქვენთვის გაცემულ პასუხში, იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ექოკარდიოგრამა;
  • რა არის გულის ექოსკოპია;
  • რომელი პათოლოგიების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი ეკგ კვლევით;
  • გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიის კვლევები;
  • ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქცია-შეთავაზება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) გლობალურად პირველ ადგილს იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული მტკიცებულებებით, გულის კორონარულ დაავადებას 80-90%- ში გენეტიკური რისკი განაპირობებს, სინამდვილეში, პათოლოგია ერთი ან მეტი ქცევითი რისკის ფაქტორის გარკვეული კომპოზიციის საფუძველზე ვითარდება.

ექოკარდიოგრამა

eqokardiograpia

ეს არის, ულტრაბგერითი გამოკვლევის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არაინვაზიურ გამოკვლევას, მისი საშუალებით შესაძლებელია:

  • გულშიგა სისხლის მიმოქცევის შეფასება;
  • გულისა და მისი კამერების სტრუქტურულ თავისებურებათა გამოვლენა;
  • ზომების ფორმირება-განსაზღვრა;
  • გულის კედლების, სარქვლოვანი აპარატის აგებულების, გულის კუმშვისა და ავსების ფუნქციის კვლევა.

ექოსკოპია 

eqoskopia

იგი ორგანზომილებიან სივრცეში იძლევა გულის ვიზუალიზების საშუალებას.

თუმცა, შეუძლია სამგანზომილებიანი ჭრილის დროში, რეალური გამოსახულების მიღება, რაც აადვილებს ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირებას, როგორიცაა:

  • კარდიომიოპათია;
  • გულის თანდაყოლილი პათოლოგიები;
  • გულის მოცულობითი დაავადებები;
  • სისტემური ემბოლიის მიზეზები (სიმსივნე, თრომბი, ვეგეტაცია);
  • სარქვლოვანი პათოლოგიები (მანკები).

ასევე, გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიის კვლევებში, გამოიყენება ისეთი სადიაგნოსტიკო მეთოდები, როგორიცაა:

  • დატვირთვის ტესტი - ტრედმილი (სარბენი ბილიკი);
  • ჰოლტერი (გულის 24 სთ მონიტორინგი).

ხოლო, თუ კარდიოლოგიურად არ დადასტურდება, მკურნალობაში უნდა ჩართოთ ნევროლოგი. რისთვისაც, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ მიიღოთ 50%–იანი ფასდაკლება, როგორც ნევროლოგის, ისე კარდიოლოგის კონსულტაციაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731 

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა