კარდიული ასთმა - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ყურადღებისათვის ძალიან დიდი მადლობა მე ვარ 17 წლის მაქვს სუსტი გული მაქვს ყოველივე შიშის გრძნობა ამიტომაც მიჭირს გამოცდაზეც ნორმალურად ყოფნა ვნერვიულობ და ასეშემდეგ 5 კლასის ასაკში დამიდგინეს გულის ასთმა გთხოვთ დაგვეხმაროთ თუ როგორ მოვიქცეთ რამე წამალი ან რამე არსებობს რაც სუსტ გულიანობას მომიხსნის?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად კარდიული ასთმა ვითარდება სხვადასხვა დაავადებების დროს და ხასიათდება მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის დაზიანებით.
ამ დროს სასუნთქ გზებში, მათ გარშემო და ფილტვებში სითხე გროვდება. სწორედ შეშუპება იწვევს თქვენს მიერ ჩამოთვლილ სიმპტომებს და ქმნის ასთმის იმიტაციას.
კარდიული ასთმის პროფილაქტიკის მთავარი გზა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაა.
გარდა სამედიცინო მკურნალობისა, აუცილებელია, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
● მოერიდეთ ნაჯერი ცხიმების შემცველ საკვებს. აქცენტი ხილსა და ბოსტნეულზე გააკეთეთ. შეამცირეთ შაქრისა და მარილის მოხმარება. მარცხენა პარკუჭის სერიოზული დაზიანების დროს მარილის სიჭარბე შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ფილტვის შეგუბებითი უკმარისობის განვითარებისთვის;
● მოერიდეთ თამბაქოს მოწევას;
● სასურველია ვარჯiში, დღეში 30 წუთი;
● აკონტროლეთ წონა. მისი ოდნავი სიჭარბეც კი ზრდის გულის დაავადებების რისკს;
● აკონტროლეთ სისხლში შაქრისა და ქოლესტეროლის შემცველობა, ასევე არტერიული წნევა.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტურ მკურნალობას ვერ დაგინიშნავთ. გირჩევთ, თქვენც თავი აარიდოთ უმართებულო თვითმკურნალობას.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ კარდიოლოგთან, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაგეხმარებათ კარდიული ასთმის მართვასა და განკურნებაში.
ჩვენი შემოთავაზება კარდიოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, კვლავინდებურად ძალაშია.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულნი ვიქნებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა