თქვენს მიერ აღნიშნული L2-L5 დისკების პროტრუზია, წარმოადგენს ხერხემლის სვეტის, წელის სეგმენტის მალების პათოლოგიას.
თუ თქვენი ნეიროქირურგი ამ სპეციალობიდან გამომდინარე ჩივილს გამორიცხავს სასურველია, დიაგნოსტირებაში ჩართოთ კარდიოლოგი და პულმონოლოგი, გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვის პათოლოგიების გამოსარიცხად.
როგორც წინა შეტყობინებაშიც მოგახსენეთ, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
აუცილებელია ანამნეზისა და ჩატარებულ კვლევათა მონაცემთა შეჯერება, რაც დისტანციურად არ ხდება.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გაქვთ სურვილი, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმების მოსაზრება შეგიძლიათ, მობრძანდეთ კონსულტაციაზე.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ:
ექიმ–პულმონოლოგის კონსულტაცია და რენტგენოლოგიური კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31447/gtavazobt-eqim%E2%80%93pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad
გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევა : https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ცოტა ხნის წინ მოგწერეთ წელისა და გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილის და დაბალი ტემპერატურის შესახებ, თქვენ მითხარით ტომოგრაფია, რომელიც გაკეთებული მაქვს. ჩავიტარე მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია და დასკვნაში მიწერია შემდეგი: სპონდილოზი, სქოლიოზი, დეგერაციული ცვლილებები მალების ჩამკეტ ფირფიტებში.L2-L5 დისკების პროტრუზია, ორმხრივი საკროილეიტი. შესაძლოა აქედან იყოს ტკივილი და სიცხე?თუ მიზეზი სხვა რამაა ნეიროქირურგს თუ დავუჯერებ ამ დიაგნოზმა არ შეიძლება გამოწივიოს მსგავსი ტკივილი, და კიდევ შესაძლოა რომ ტკივილს სხვა მიზეზი ჰქონდეს და სიცხეს სხვაა ? დიდი მადლობა ზალიან დამეხმარებით
პასუხი: