მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ პრეპარატი „ნორმოდიპინი“ არ იწვევს შეშუპებას. თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენი მეუღლის შემთხვევაში შეშუპება გამოწვეულია კონკრეტული დაავადებით, ამიტომ აუცილებელია თავად დაავადების მკურნალობა პირველ რიგში.
ზოგადად, გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს გულის ერთ ან ორივე ქვედა საკანს არ შეუძლიათ სისხლის სათანადოდ გადატყორცნა. ამ დროს სისხლი შესაძლოა, დაყოვნდეს ქვედა კიდურების, კოჭებისა და ტერფების არეში, რის შემდეგაც ვითარდება შეშუპება.
გირჩევთ, დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ პრეპარატებს. მიმართეთ მკურნალ ექიმს და მიჰყევით მის რეკომენდაციებს.
თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება, შეუძლია თქვენს მეუღლეს, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
სადაც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ დაენიშნება თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.დაახლოებით 10 დღის წინ ჩემმა მეუღლემ წნევის დაწევის მიზნით გამოიყენა ნორმოდიპინი. არ ვიცი დამთხვევაა თუ არა,მაგრამ ძალიან შეუშუპდა ფეხები. დავაევინე ფუროსემიდი პანანგინთან ერთად .ორი დღე.უკვე მეოთხე დღეა არც ნორმოდიპინს აღარ სვამს.და დღის ბოლოს ისევ აქვს ცოტა შეშუპება.რამდენ დღე ს შეიძლება გასტანოს ამ ამბავმა თუ ეს გვერდითი მოლენაა ნორმოდიპინის?
პასუხი: