მოგესალმებით,
სარქველის ჩაზნექის სიღრმის მიხედვით განასხვავებენ მიტრალური სარქველის პროლაბირების სამ ფორმას:
- მსუბუქი - 6 მმ-ზე ნაკლები.
- ზომიერი (საშუალო სიმძიმე) - 6 დან 9 მმ-მდე.
- მნიშვნელოვანი - 9 მმ-ზე მეტი.
მიტრალური სარქვლის პროლაფსი ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.
ეს შესაძლოა არ იწვევდეს კლინიკურ პრობლემას, თუ სისხლის მხოლოდ მცირე რაოდენობა ადის წინაგულში. მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს:
- სუნთქვის უკმარისობას;
- დაღლილობას;
- თავბრუსხვევას.
მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება. მაგალითად:
- სწრაფი, არარეგულარული გულისცემა– არითმია;
- თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება;
- სუნთქვის გაძნელება, უკმარისობა, ხშირად დაწოლის ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
- დაღლილობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ინფექციური ენდოკარდიტი.
რაც შეეხება წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტს, წარმოადგენს გულის თანდაყოლილ მანკს.
მკურნალობა დამოკიდებულია ზომებზე, პერიფერიულ და პულმონალურ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობაზე და პარკუჭების დამყოლობაზე.
ასევე. მნიშვნელობა აქვს რომელი ტიპის დეფექტია და ხომ არ არის გამოხატული კორონარული სინუსის სეპტალური დეფექტი.
ძალიან იშვიათად – გულის პათოლოგიების გამოწვევა შეუძლია სკოლიოზს. თუმცა თქვენს შემთხვევაში საუბარია ორ სხვადასხვა პათოლოგიაზე, რომელებიც ერთმანეთისგან არ გამომდინარეობენ.
დისტანციურად რა თქმა უნდა შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა.
თუ გაქვთ სურვილი, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინი მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
დიაგნოსტირება პათოლოგიები და შესაძლებელი იქნება თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხის გაცემა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !