ფიბრინოგენის მომატებული დონე - კარდიოლოგია

კითხვა: ფიბრინოგენი მქონდა აწეული 1 თვე ვსვავდი კარდიომაგნილს გულის ფორმის თეთრ წამალს ექიმმა დამინიშნა. ერთი თვის მერე ნორმაში იყო. უმიზეზოდ არ აიწევდა ხო? რაღაც მჭირს ალბათ მარა რაზე ჩავიტარო გამოკვლევა. სიგარეტს ვეწეოდი გადავაგდე. როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით!
ფიბრინოგენი არის ცილა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება. ის გარდაიქმნება უხსნად ფიბრინად, რომელიც სისხლის შედედებისას კოლტის საფუძველს ქმნის. ფიბრინიდან საბოლოო ჯამში თრომბი წარმოიქმნება, შედედების პროცესის დასრულება კი სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული. ფიბრინოგენი კოაგულოგრამის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული მაჩვენებელია. მისი ანალიზი აუცილებელია ანთებითი პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა იმატებს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ქსოვილთა კვდომისას. ფიბრინოგენი გავლენას ახდენს ერითროციტების დალექვის სიჩქარეზეც. ფიბრინოგენის ნორმის მაჩვენებლის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს:

  • მწვავე ინფექციურ და ანთებით დაავადებები (გრიპი, ტუბერკულოზი);
  • ინსულტი;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ამილოიდოზი;
  • პნევმონია.

დისტანციურად, ფიბრინოგენის მომატების ზუსტ მიზეზს რა თქმა უნდა, ვერ მოგახსენებთ. მაგრამ მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
როგორც მოგვითხრობთ, დანიშნული გქონდათ „კარდიომაგნილი“, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად.
კვლევაში შედის:

  • ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • გლუკოზას განსაზღვრა ასისხლში;
  • ლიპიდური სპექტრი;
  • კრეატინინის განსაზღვრა.

აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა