კარდიოლოგია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობათ გადავიღე კარდიოგრამა და ექიმა მითხრა ეხოსკოპიაც გადაიღე რომელიღაც პარკუჭის კედელი შესქელებულიაო. 18 წლის ვარ. ძალიან ვნერვიულობ ალბათ ეხოსკოპიამდე მოვკვდები. საშიშია ეს დაავადება? არ იკურნება? ან შესძლებელია რომ ეხოსკოპიაზე ყველაფერი ნორმაში იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე გვქონდეს გულის კუნთის ჰიპერტროფიასთან, რომელიც გულისხმობს მისი კედლის ან კედლების გასქელებას და შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ძირითადი მიზეზებია გულის გადაძაბვა მოცულობით ან წნევით. მაღალი წნევის ზემოქმედებას გულის კედელზე მოსდევს გულის კუნთის გასქელება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის გარკვევა ,რაც ,სავარაუდოდ ,მკურნალი ექიმის მიერ იქნებოდა გარკვეული.მაგალითად , ხომ არ გიხდებათ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა,ან ხომ არ მისდევდით ხანგრძლივად მოდურ დიეტას და ა.შ.
ჩვენთვის ძნელია ამომწურავად გიპასუხოთ თქვენს შეკითხვაზე,თუმცა მიგვაჩნია,რომ შეიძლება საგანგაშო არც არაფერი იყოს და ყველაფერი მარტივი მეთოდებით გადაწყდეს .
ამიტომ, მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ხოლო დამატებითი ინფორმაცია, მკურნალობის მეთოდისა და რისკ–ფაქტორების შესახებ, უნდა მიიღოთ მისგან, რადგან ეს მკურნალი ექიმის პრეროგატივაა და მიმოწერის რეჟიმში არ წყდება.

გამოაგზავნეთ შეკითხვა