მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ინსულტი;
- ჰემორაგიული ინსულტის ტიპები;
- კლინიკური კვლევები;
- კარდიოლოგიური აქცია.
ინსულტი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის
სისხლით მომარაგება, ჰემორაგიული ინსულტი კი, ტვინში ან ტვინის გარსებში სისხლჩაქცევის შედეგია. იგი შეიძლება იყოს ინტრაპარენქიმული, ან სუბარაქნოიდული.
ინსულტს აქვს სხავდასხვა ქვეჯგუფი და კლინიკური პროექტის კლასიფიკაცია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყანს, თუმცა, ისინი ქერქული დაზიანების ნიშნების დიფერენცირებისა და გამოვლენის საშუალებას გვაძლევენ.
თქვენს შემთხვევაში, რაკი გადატანილი ინსულტის შემდგომ პერიოდზე ვსაუბრობთ, საჭიროა დადგინდეს როგორც ინსულტის გამომწვევი, ისე ამჟამად არსებული გართულებების მიზეზები.
კვლევები საჭიროა წარიმართოს ორი მიმართულებით - კარდიული და ენდოკრინული დარღვევების გამოვლენის მიზნით.
შესაძლოა, საჭირო გახდეს ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები.
გასათვალისწინებელია და განგიმარტავთ, რომ კალიუმის მაჩვენებელი ვერ მოიმატებს, თუ დაბალია ორგანიზმში საერთო ცილის დონე. ცილის დონე თავისთავად დამოკიდებულია ორგანიზმის საკვებით უზრუნველყოფასა და ათვისებაზე, ეს უკანასკნელი კი, ენდოკრინული სისტემის მიერ რეგულირდება.
კალიუმის დაბალი დონე კი, განაპირობებს ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითებას, რაც შეკრულობის, ან სულაც გაუვალობის მიზეზი შეიძლება გახდეს. კალიუმის დაბალ მაჩვენებელს, იმავდროულად ახლავს გულ-სისხლძარღვთა მუშაობის სხვადასხვა ტიპის დარღვევების რისკი, მათ შორის არითმიები, ფიბრილაცია და ა.შ.
შესაბამისად, ამ რთული პათოგენეზური ჯაჭვის დასაძლევად, აუცილებელია დასახელებულ ორ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, ხოლო შემდეგ, საჭირო იქნება სხვა ექიმების, მათ შორის ექიმ-რეაბილიტოლოგის ჩართულობაც.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul-siskhldzarghvta-patologiebis-droulad-gamovlenis-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის განხორციელება.
უშუალო ვიზიტისა და კვლევის ჩატარების შემდეგ კი, პაციენტს დაენიშნება აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!