კითხვა: გამარაჯობა,მაინტერესებს, მეწაღის გულმკერდი მანკი არის თუ არა?
პასუხი:
მოგესალმებით,
წინა შეტყობინებაში მოგაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მეწაღის გულთან დაკავშირებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: ttps://kirurgia.ge/ask/33001/mewaghis-gulmkerdi-
რაც შეეხება გულის მანკს, ის არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის - დარღვევას იწვევს.
შესაბამისად, გულის მანკი და მეწაღის გულმკერდი, სხვადასხვა პათოლოგიაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !