კრეატინინის მაღალი მაჩვენებელი - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მქონდა მაღალი წნევა 3-4 დღე,140/90ზე,გავიკეთე ანალიზები და ყველაფერი ნორმაში მაქვს სისხლშიც და შარდშიც.მხოლოდ კრეატინინი მაქვს მაღალი სისხლში.1.7 წერია ნორმა და 2.0 მაქვს მე.გადავიღე ეხო თირკმლზე,პროსტატაზე და საშარდე გზებზე ყველაფერი წესრიგში მაქვს.სანამ წნევები დამეწყებოდა 2 თვის განმავლობაში რეგულარულად ვიხმარდი მარიხუანას, ანალიზებამდე 2 დღით ადრე მქონდა დიდი რაოდენობით ლუდი მიღებული.მაინტერესებს შეიძლებოდა ამ ყველაფერს გამოეწვია კრეატინინის მატება? ან წნევის მატების ფონზე იყოს კრეატინიც მომატებული? ან რამდენად საგანგაშო მაჩვენებელია 2.0.ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
კრეატინინის დონის ასეთი მომატება დამახასიათებელია თირკმლების ქრონიკული უკმარისობისათვის.
მისი გამომწვევი დაავადება კი უნდა დაადგინოს ექიმმა პაციენტთან გასაუბრების, მისი გასინჯვისა და გამოკვლევის საფუძველზე. უხშირესად თირკმლების ქრონიკული უკმარისობა დაკავშირებულია მაღალ არტერიულ წნევასთან და შაქრიან დიაბეტთან.
თუმცა, ლაბორატორიული კვლევები არაერთგზის გაქვთ ჩატარებული ყველანაირი წესის დარღვევით და რა თქმა უნდა, შესაძლებელია მარიხუანასა და დიდი რაოდენობით ლუდის მიღებას, კრეატინინის დონის მატება გამოეწვია.
პირველ რიგში უნდა გაიაროთ კონსულტაცია კარდიოლოგთან, ხოლო ანალიზების განმეორებით ჩატარების შემთხვევაში, ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ მკაცრად განსაზღვრული წესები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დიაგნოსტირება იქნება არაზუსტი და მკურნალობაც ვერ შეგერჩევათ, რაც კიდევ უფრო გაართულებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ 

ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

 

 

 

 

 

 

თუ გსურთ გაეცნოთ ჩვენს  პასუხებს ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე

● https://kirurgia.ge/ask/31652/hipertenzia- 

● https://kirurgia.ge/ask/30750/arteriuli-hipertenzia-

● https://kirurgia.ge/ask/30957/arteriuli-hipertenzia 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა