მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად:
- ყურის ანთება;
- გოგირდოვანი საცობი;
- უცხო სხეული სასმენ მილში;
- სასმენი ნერვის დაზიანება;
- ასაკობრივი ცვლილებები;
- გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს:
- თავის ტრავმამ;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა;
- კისრის მალების ოსტეოქონდროზმა;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ;
- სტრესმა და ა.შ.
გამომწვევ მიზეზებს შორისაა, თქვენს მიერ აღნიშნული „მაღალი წნევები“ იგივე არტერიული ჰიპერტენზია.
მკურნალობა, გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად შეუძლებელია.
მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაციისთვის გირჩევთ, მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს.
ასევე სასურველია, გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები.
ამიტომ, ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, სრულ კარდიოლოგიურ კვლევებს, ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
კვლევის შემდეგ დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა. ასევე შესაძლოა, მკურნალობაში ჩაერთოს როგორც ოტო–რინო–ლარინგოლოგი, ისე ნევროლოგი.
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!