ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: რა იწვევს წნევის ზედა და ქვედა ნიშნულების მიახლოვებას, რომლის დროსაც ყოველთვის ცუდად ვარ.მაგ:120_100 ზე
პასუხი:

მოგესალმებით, 

არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.

დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.

ზოგადად, ნორმაში პულსური წნევა (სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის) მოსვენებულ მდგომარეობაში 35-50 ვწს შეადგენს. უფრო დაბალი პულსური წნევა, თუ მას მუდმივი ხასიათი აქვს პათოლოგიაა.

გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში, არ უნდა გქონდეთ მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს საკვებისა და კოფეინის მიღებას, თამბაქოს მოწევას ან ვარჯიშს, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე  სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.

თუ თქვენ სწორად ზომავთ წნევას და  მაჩვენებელი 120/100  არის, ცხადია  საყურადღებოა.

სასურველია პირველ რიგში გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ კარდიოლოგს.

შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში,  სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა