ტაქიკარდია - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ასეთი შეკითხვა მაქვს, მაქვს ტაქიკარდია ასევე მაღალი წნევაც მაქვს ხომე კოამლესას ვსვავ მაგრამ წნევა მაინც მიწევს ხანდახან ნერვოლოგმა მითხრა ნერვოზულიაო. თითქმის ყოველ დღე ვსვავ ანაპრინილს 40მგ ნახევარს დილით ნახევარს საღამოს პულსის გასაკონტროლებლად, გულზე გადაღებულიმაქ ექოკარდი ოსკოპია, საბედნიეროდ პათოლოგია არაფერი არ აღმომაჩნდა, გავიკეთე ელექტროლიტები და 2.5 მაქვს შეიძლება ამის გამო მქონდეს ტაქიკარდია ექსტრასისტოლები იშვიათად და წნევა? პოტას ვსვავ 850მგ რას მირჩევთ რამდენ ხანს დავლიო? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის ტაქიკარიდია;
  • რა იწვევს ტაქიკარდიას;
  • კარდიოლოგიური აქცია – შეთავაზება.

ტაქიკარდია, ეს არის არითმიის სახეობა, რომელსაც ახასიათებს გულის შეკუმშვების გაზრდა და წუთში 90-ზე მეტი დარტყმა. იგი ჯანმრთელ ადამიანში შეიძლება, გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა:

  • ფიზიკური დატვირთვა;
  • სტრესული სიტუაცია;
  • ჟანგბადის უკმარისობა;
  • ჰაერის მომატებული ტემპერატურა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ალკოჰოლი;
  • კოფეინი;
  • საწოლიდან მკვეთრი წამოდგომა.

მისი „შეტევა“ შესაძლოა, რომ იყოს ხანგრძლივი ან ხანმოკლე (რამდენიმე წამიანი). ყველაზე საშიში სინუსური ტაქიკარდიაა, რომლიც დროსაც, პულსი შეუმჩნევლად იცვლება და ნორმალიზდება.
ტაქიკარდიამ მკურნალობის გარეშე, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა და გულის უკმარისობა.

taqikardia


კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროა ექიმის რეკომენდაცია, რომელიც ინდივიდუალურად იქნება შერჩეული.
გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს პაროქსიზმის (გულისცემის უეცარი და გადაჭარბებული აჩქარების) მიზეზი და ფორმა, რის შემდეგაც შესაძლოა გაკეთდეს პროგნოზი, მიზეზი კარდიულია თუ ნევროლოგიური.
თქვენი მედიკამენტების უმეტესობა, გაიცემა რეცეპტის საფუძველზე, შესაბამისად, გყავთ მკურნალი ექიმი. ამიტომ, გირჩევთ, მიმართოთ მას და ჩააყენოთ საქმის კურსში.
ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი მრავალპროფილური კლინიკის სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ, სადაც აქციის ფარგლებში შეძლებთ, 50%-იანი ფასდაკლებით ჩაიტაროთ როგორც კარდიოლოგის, ისე ნევროლოგის კონსულტაცია, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა