ბრადიკარდია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, გადავიღე გულის ექოსკოპია სადაც პათოლოგია არაფერი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც მიხდება ეს გული ცუდად . ხშირად ვგრძნობ რომ გულის ცემა მისუსტდება , რომ ვიზომავ ხან 80 ზეა , მერე 10 წუთში კი შეიძლება 65 -70 ზე იყოს . შესაძლოა რომ ეს იყოს გულის პათოლოგია ან ნევროზი ? და ეხქოსკოპიის გარდა თუ არის თქვენს კლინიკაში ისეთი კვლევა რაც გულის ფარულ პათოლოგიას გამოავლენს და რა ღირს
პასუხი:

მოგესალმებით,
გულისცემის სიხშირე, ანუ გულის შეკუმშვათა რიცხვი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით სისხლი უნდა გადატყორცნოს გულმა სისხლძარღვებში. ფიზიოლოგიურად, გულისცემის სიხშირე იმატებს ფიზიკური დატვირთვის პირობებში. ზრდასრული ადამიანის ნორმალური პულსი შეიძლება იყოს წუთში 60-დან 80-მდე, სპორტსმენებში 40-დან 60-მდე, ასაკოვან და დასუსტებულ ადამიანებში გულისცემამ შეიძლება წუთში 90-100-მდე მიაღწიოს.
თუ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში 60-ზე ნაკლებია, პაციენტს აქვს ბრადიკარდია.
ჩვენს კლინიკაში არითმიის დიაგნოსტირება ხდება სხვადასხვა კვლევის საშუალებით:

  • ელექტროკარდიოგრაფია – ეს არის გამოკვლევის მეთოდი, როდესაც ხდება გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა;
  • ჰოლტერის მონიტორინგი - მცირე ზომის პორტატული ჩამწერი სხეულის ზედაპირიდან იწერს უწყვეტ ელექტროკარდიოგრამას 24-48 საათის განმავლობაში;
  • დატვირთვის ტესტი – ეს გამოკვლევა გამოიყენება ისეთი არითმიის დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ფიზიკურ დატვირთვაზე აღმოცენდება. ამ გამოკვლევით აგრეთვე შეიძლება იმის დადგენა არითმიას კავშირი აქვს თუ არა გულის კორონარული არტერიების დაავადებასთან;
  • ექოკარდიოგრაფია – ამ გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს არითმიის მიზეზი გულის კუნთის ან სარქვლის დაავადება ხომ არ არის;
  • კორონარული არტერიოგრაფია (კორონაროგრაფია) – ამ გამოკვლევის საშუალებით დგინდება გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების მდგომარეობა და შესაძლებელია დავადგინოთ არის თუ არა არითმია კავშირში გულის მკვებავი არტერიების დაავადებასთან.

შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზისა და ჩატარებული კვლევების მონაცემების შეჯერების შემდეგ, ექიმი შეგირჩევთ საჭირო კვლევას დიაგნოსტირებისათვის, ხოლო შემდეგ მოგცემთ მითითებას მკურნალობაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა