მოგელსალმებით!
ტერმინი "პაროქსიზმული ტაქიკარდია" გულისცემის უეცარ მომატებას გულისხმობს. ამ დროს გულისცემა წუთში 140-250-მდე იმატებს. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია შეიძლება განვითარდეს როგორც გულის პათოლოგიის დროს, ისე მის გარეშეც. შეტევები უეცრად იწყება და უეცრადვე წყდება.
მოციმციმე არითმია ძირითადად ქრონიკული სტაბილური რიტმია, თუმცა არცთუ იშვიათად მოციმციმე არითმიის პაროქსიზმის სახითაც აღმოცენდება. თუ მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი გულის მძიმე დაავადების ფონზე განვითარდა, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება - მოსალოდნელია ფილტვების შეშუპება, სტენოკარდიის მძიმე შეტევა.
დღეისათვის საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს, შესაძლებელია განვითარდეს 2 თვეში ერთხელ ან იყოს მხოლოდ ერთი ეპიზოდი.
პაროქსიზმის კუპირებისთვის საჭიროა ექიმის რეკომენდაცია, რომელიც ინდივიდუალურად იქნება შერჩეული.
გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს პაროქსიზმის (გულისცემის უეცარი და გადაჭარბებული აჩქარების) მიზეზი და ფორმა ,რის შემდეგაც შესაძლოა გაკეთდეს პროგნოზი.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგ თათია ავალიანთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს ( ჰოლტერით გამოკვლევა ) და ამის შემდეგ შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: რამდენ ხანში შეიძლება განმეორდეს პაროქსიზმი ან თუ შეიძლება საერთოდ დაიკარგოს და არ განმეორდეს და აღარ მოგივიდეს რისკი რამდენად დიდია ამ ადამიანებისთვიას
პასუხი: