მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ლიპიდური სპექტრი განსაზღვრავს ქოლესტერინისა და ყველა მისი ნაირსახეობის დონეს.
ქოლესტერინი ეს არის ცხიმი, რომელიც ცირკულირებს სისხლში და გამოიყენება როგორც სამშენებლო კომპონენტი ორგანიზმის ყველა უჯრედისათვის.
ქოლესტერინის ჭარბი არსებობა კი, ორგანიზმში აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სავარაუდოდ, ამიტომ ჩათვალა საჭიროდ ექიმმა აღნიშნული ანალიზის ჩატარება, რათა თავიდან აეცილებინა თქვენს მეუღლეს ისეთი არასასურველი შედეგები როგორიცაა: ჰიპერტენზია, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა! ჩემმა მეუღლემ სამსახურში გაიარა სამედიცინო შემოწმება და კარდეოლოგმა ურჩია გაეკეთებინა ლიპიდური სპექტრის განსაზღვრის კვლევა,რის გამო შაეიძლება დასჭირვებოდა ასეთი კვლევის ჩატარება თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ. წინასწარ გიხდით მადლობას!
პასუხი: