მოგესალმებით,
ტკივილი გულმკერდის არეში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუარესება ანუ იშემია, რაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს ვითარდება, ტკივილის ხშირი მიზეზია. გულმკერდში ტკივილი გულის კუნთის და პერანგის (პერიკარდიუმი) ანთებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ხშირია ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, ძვალ-კუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული და ფსიქოგენური გენეზის ტკივილი, რომელიც გულმკერდის სხვადასხვა ნაწილში ლოკალიზდება.
დასაზუსტებელია ტკივილის ტიპი, როგორი ხასიათისაა იგი - აუტანელი, მჩხვლეტავი, შემაწუხებელი და ა.შ.
ასევე, ტკივილის პერიოდში ხომ არ დაერთვის მას სხვა ჩივილებიც, როგორიცაა ტკივილი ზურგში, ყელში ან ქვედა ყბაში.
პირველ რიგში, აუცილებელია გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები, ამიტომ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი შეაჯერებს მონაცემებს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !