ტკივილი გულის არეში - კარდიოლოგია

კითხვა: გამრჯობათ მე ვარ გიორგი ახვლედიანი 29 წლის მაქვს გულის არეში დრო გამოშვებით ტკივილები ზოგჯერ ძლიერდ და რა პრეპარტები უნდა მივიღო
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ გულის მიდამოს ტკივილი გაწუხებთ და არ იცით, რა მდგომარეობაში გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ტკივილის მიზეზის დადგენა ნამდვილად ღირს - პრობლემა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს.
გულის არეში ტკივილის მიზეზი მრავალია:

  • ანგინოზური ტკივილი, რომლის მიზეზია გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, ინფარქტი).
  • ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის ანთებითი დაავადებებით. მაგ : გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით, რევმატიული დაავადებები ან ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით.
  • არაკარდიული პათოლოგიით გამოწვეული ტკივილები. მაგ.: ნევროზები, ნაწლავების შებერილობა, ნაღვლის ბუშტის ანთებით ან ნაღველკენჭოვანი დაავადება, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, გულის ტკივილის მიზეზი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაც შეიძლება იყოს.

დისტანციურად პრეპარატების დანიშვნა არაკორექტულია და თქვენც გირჩევთ დამოუკიდებლად არ დაიწყოთ მათი მიღება, რადგან ტკივილი გულის არეში, ყოველთვის არ ნიშნავს გულის ტკივილს. ხშირად ის სრულიადაც არ უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს. სწორი დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ ექიმ-კარდიოლოგს. რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებს გამოკვლევებს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მოისმინოთ ალტერნეტიული აზრი ჩვენი სპეცილისტებისგან. შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციას, სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად. გამოკვლევა ითვალისწინებს:

  • ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას;
  • ექოკარდიოგრაფიას;
  • ელექტროკარდიოგრაფიას;
  • გლუკოზის განსაზღვრას სისხლში;
  • ლიპიდურისპექტრი;
  • კრეატინინის განსაზღვრა.

თუ გამოირიცხა კარდიალური მიზეზები, კარდიოლოგი ჩართავს შესაბამის სპეციალისტს.
კლინიკა არის პოლიპროფილური და გვყავს ყველა სპეციალისტი.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა