მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მიტრალური სარქველის პროლაფსთან დაკავშირებით. ამიტომ, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
ზოგადად, მიტრალური სარქვლის პროლაფსი შეიძლება განვითარდეს პაპილარული კუნთების დაზიანების ან მათი დისფუნქციის შედეგად.
ასევე, შესაძლოა თან ახლდეს გულის თანდაყოლილ მანკებს ( წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტს).
თქვენს შემთხვევაში რამ გამოიწვია, მიმოწერის რეჟიმში, კვლევათა პასუხების შეჯერების გარეშე ვერ მოგახსენებთ.
მსუბუქი და უსიმპტომო მიმდინარეობის დროს, პროლაფსი მკურნალობას არ საჭიროებს
ტაქიარითმიების ან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს კი, საჭიროა ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, რისი დანიშნვნაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ დამატებით საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და დაგინიშნავთ მკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მშობიარბიდან სადღაც სამი თვის შემდეგ დამეწყო საშინელი უძალობა ,გულის რევის შეგრძნება ექოსკოპიით დადგინდა რო მაქვს პირველი ხარისხის პროლაფსი...მაინტერესებს ეს სიპტომები აქამდე არ მაწუხება და რამ გამოიწვია???
პასუხი: