მოგესალმებით,
ვეგეტატიური ნერვული სისტემა ნერვული სისტემის ის ნაწილია, რომელიც შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და, შესაბამისად, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას არეგულირებს. ამგვარად, ვეგეტონევროზი ნერვული სისტემის იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა გახლავთ, რომელიც შინაგან ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.
რაც შეეხება R45.0 –ს , ის საერთაშორისო კლასიფიკატორია, რაც ნევროზულობას აღნიშნავს.
ცხადია ,ამ მდგომარეობას ესაჭიროება მკურნალობა ,მაგრამ დისტანციურად ამას ვერ მოვახერხებთ , შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან კონსულტაცია, თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
სხვა შემთხვევაში გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციას და მასთან შეათანხმოთ მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა .
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს ვეგეტონევროზი რ45 დიაგნოზით, ცუდად ვხვდები გულის წასვლით, აფორიაქება, შიშები მაქ ცუდად გახდომის რასაც ვერ ვიშორებ, ვღებულობდი ძლიერ დამამშვიდებლებსაც, უკეთესობა კი მაქ მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვარ გამოსული, რას მირჩევთ? 2. თავბრუსხვევას რითი ვუშველოთ, დოპლერი გადაღებული აქ ცვლილებები არაფერია, როგორ ვიმკურნალოთ! მადლობა!
პასუხი: