თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს საშინელი თავის ტკივილები დღეში ორჯერ ან შეიძლება სამჯერაც.უცბად მომცემს შეტევა რამდენიმე წუთს გრძელდება ეს არის აუტანელი ტკივილი და რამდენიმე წუთის მერე გადამივლის.უკვე წლებია პერიოდულად ესე მემართრბს.გაზაფხულობით უფრო და შეტევები მაქვს ორი სამი თვე.რას მირჩევვთ ან თუ არ არის საშველი?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • თავის ტკივილის კლასიფიკაცია;
  • თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები;
  • თავის ტკივილის სახეობები;
  • აქცია – მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა.

თავის ტკივილი ზოგადად კლასიფიცირდება, როგორც პირველადი ან მეორეული, აღნიშნული ფორმები კი, შემდგომში იყოფა თავის ტკივილის სპეციფიკურ ტიპებად.
არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი, მათგან ძირითადია:

  • თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები;
  • თავის ქალას გარეთ მდებარე კერები;
  • ემოციური სფეროს დაზიანებები;
  • შიდა ორგანოების დაავადებები;
  • ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები;
  • სამწვერა ნერვის რეცეპტორები;
  • არტერიული ჰიპოტონია;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში;
  • ჰემიკრანია (შაკიკი);
  • ლიქვორის (თავზურგტვინის სითხე) ცირკულაციის მოშლა;
  • ქალასშიგა წნევის მომატება;
  • ჰიპერტონია;
  • ჰიპოტონია;
  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა.

არსებობს თავის ტკივილის უამრავი სახეობა, რომელთა შორისაცაა:

  • მწვავე ტკივილი;
  • ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს;
  • თავის იზოლირებული ტკივილი;
  • თავის გავრცობილი ტკივილი;
  • მოპულსირე ტკივილი;
  • თავის ყრუ ტკივილი;
  • დაძაბულობის თავის ტკივილი;
  • თანდათანობით განვითარებული ტკივილი;
  • უეცარი ტკივილი.

Tavis_tkivili

ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
თქვენს შემთხვევაში, დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავის ტკივილს – შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა + ნევროლოგის კონსულტაცია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--/31356
უშუალო ვიზიტისა და კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ, აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა