თავბრუსხვევა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ზოგადად თავის ტკივილები მაწუხებს, მოჭერის და სიმძიმის შეგრძნება მაქ , გუშინ ორჯერ დამეხვა თავბრუ ძალიან ადრეც მომსვლია მაგრამ გუშინ ძალიან , მქონდა გულის რევის შეგრძნება ძლივს მოვსულიერდი, ბევრს ვნერვიულობ , სტრესულ სიტუაციაში მიწევს ყოფნა, ძალიან შემეშინდა თან ციკლიც მაქ და რაიმე სერიოზული ხომ არაა? მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ, ის მრავალი დაავადების სიმპტომია.
ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის. თავბრუსხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, წონასწორობა ეკარგება.
ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუსხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.
თავბრუსხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.
თქვენს შემთხვევაში, რა არის გამომწვევი მიზეზი, დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელი და არაპროფესიულია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა