მოგესალმებით,
თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ არის.თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს:
- ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს;
- იზოლირებული და გავრცობილი;
- მწვავე;
- მოპულსირე და ყრუ;
- თანდათანობით განვითარებული;
- უეცარი;
- მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე და ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ „წნევა მივარდება და გულზე მიმდის “ , სავარაუდოდ გულისხმობთ გულის წასვლას.
ცნობიერების დაკარგვა ( სინკოპე ) ხშირ შემთხვევაში, თავის ტვინის მწვავე, მაგრამ მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა, რომელიც არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული.
ჩვეულებრივ, გულის წასვლა 15–30 წამი გრძელდება, ზოგჯერ რამდენიმე წუთიც, მაგრამ თუ პაციენტი 5 წუთზე მეტ ხანს უგონოდაა, ეს შეიძლება არა გულის წასვლა, არამედ სერიოზული დაავადების გამოვლენა იყოს. ამავდროულად რაც უფრო ხანგრძლივია ცნობიერების დაკარგვა, მით მეტია თავის ტვინის დაზიანების ალბათობა.
გონის დაკარგვის მიზეზი მრავალია, მაგრამ ყველას აერთიანებს ის, რომ თავის ტვინი ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს (პირველ რიგში, გლუკოზას) საკმარისად ვერ იღებს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლერი, ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--/31356
თუ გამოირიცხება ნევროლოგიური პათოლოგიები, მკურნალობაში ჩაერთვება კარდიოლოგი.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!