თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისრევა, ყურებში შუილი ისარგებლეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის უპრეცედენტო აქციით!
140 ლარის ნაცვლად 90 ლარად გთავაზობთ:
- ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერს;
- ნევროლოგის კონსულტაციას.
თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვებს ვიკვლევთ ულტრათანამედროვე ექოსკოპიის აპარატის TOSHIBA APLIO 500–ის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვების გამტარობის დათვალიერება, სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების გამოვლენა, სტენოზის არსებობის შემთხვევაში სტენოზის ხარისხის შეფასება და სხვა.
დროული დიაგნოსტირება და ჩატარებული ადეკვატური მკურნალობა ინსულტის თავიდან აცილების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა!
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს!
გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!
თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ ათეროსკლეროზის შესახებ, იხილეთ ვრცლად!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
თავის ტკივილი
კითხვა: გამარჯობა. დაახლოებით 6 წელია თავის ტკივილებით ვიტანჯები თითქმის ყოველ დღე ხან დღეში ორჯერ მიწევს გამაყუჩებლის(მიგრალგინის) დალევა.გავიკეთე თავის ტომოგრაფია მითხრეს სისხლძარღვების შევიწროება(შაკიკი) მაწუხებს ხერხემალი გავიკეთე ტომოგრაფია მითხრეს დისკის დაცურება ხერხემალზე არა მაგრამ მთე ლი 6 წლის განმავლობაში დავდივარ ექიმებთან ვსვავ წამლებს მაგრამ შედეგი არაფერი საერთოდ ეხლა მითხრეს რიმ გავიკეთო კისრის ტომოგრაფია რადგან კისრის არეშიც მაქვს ტკივილი და წვა. ვეღარ ვიგებ ვისთან მივიდა რა მკურნალობა ჩავიტარო რომ ცოტა მაინც მქონდეს შედეგი ყოველ დღე გამაყუჩებელზე ვარ იქნებ მირჩიოთ რამე ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა წინასწარ დიდი მადლობა
თვალისა და თავის ტკივილი
კითხვა: თავი მტკივა მარცხნივ საფეთქელთან და ტკივილი გადამდის თვალის არეში.კიბო ხომ არ მაქვს და თუ იცის ასეთი ტკივილი კიბომ. ხანდახან მარჯვნივაც მტკივა ესე
დაღლილობა, ნევრასთენია
კითხვა: გამარჯობა. ვარ 56 წლის. გაზაფხულზე ვიყავი ავად, მქონდა ფილტვების ანთების დასაწყისი. ადგილობრივმა ექიმებმა დამიდგინიეს ქრონიკული ბრონხიტი. ვიმკურნალე საავადმყოფოშიც ვიწექი 6 დღე. გამოსვლის შემდეგაც მთელი ზაფხულია ვმკურნალობ, მაქვს გარკვეულ დღეებში მუხლებში მოთენთვა და მაბარბაცებს. ადგლობრივმა ნერვოპათოლოგმა დამინინა ნერვული დაძაბულობის საწინააღმდეგო პრეპარატები: ნოვარესტი და ა.შ. ასევე გავესინჯე ფსიქოთერაპეტსაც რომელმაც დამისვა დიაგნოზი ნერვოზის მსუბუქი ფორმის - ასთენიის. დამინიშნა მკურნალობა მედიკამენტებით: ციტოფლავინი, სერიქსი და ნოვარესტი. თითქმის 1 თვე გავიდა რაც ვსვამ ამ წამლებს მაგრამ ეს ფეხებში სისუსტე და მოთენთილობა, ბარბაცი ვერ მოვიშორე. დილით ადგომისას კარგად ვარ, მხნედ. ვვარჯიობ მსუბუქად 15 წუთი. მაგრამ შუადღის 2 საათის შემდეგ ისევ ვითენთები და ენრგია თითქოს აღარ მაქვს, ხასიათიც მეკარგება, ყველაფრის ხალისიც. ეს გრძელდება დაახლოებით 5 - 6 საათამდე, რის შემდეგადაც ვარ შედარებით უკეთესად. ასევე ვსვამ ომეგა 3-ს... გთხოვთ მომცეთ პასუხი თუ რა არის ეს და რისი ბრალია? როგორ მოვიქცე?
თავის ტვინის ატროფია
კითხვა: რა იწვებს თავის ტვინის ატროფიას? რა სახის მედიკამენტები გამოიყენება? იკურნება თუ არა? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
ჰიდროცეფალია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად საშიშია ჰიდროცეფალია 19წლის გოგოსთვის და საკმარისია თუ არა მედიკამენტებით და ნემსებით მკურნალობა
თავის ტკივილი, ჰემიკრანია
კითხვა: გამარჯობა! 11 წლიდან მაწუხებს თავის ტკივილები, მკურნალობდნენ განუწყვეტლივ, მაგრამ -უშედეგოდ,როცა გავიზარდე მე თვითონ გავაგრძელე მკურნალობა, ვიყავი მოსკოვშიიც, ნეიროქირურგიის ინსტიტუტში,მაგრამ ისევ უსშედეგოდ, ასეთ წვალებაში გავიდა 42 წელი, საქართველოში დამისვეს შაკიკის დიაგნოზი ...,ერთ-ერთმა ცნობილმა ნევროლიგმა სხვა უამრავ წამალთა შორის დამინიშნა ამიტრიპტილინი, 0,25 -იანი,ერთხელ დღეში ,რასაც ვიღებ უკვე 6-7 წელია, თუმცა ამასაც უშედეგოდ,იძულებული გავხდი ორჯერ ბლოკადა გამეკეთებინა, ცოტათი შვება ვიგრძენი, მაგრამ ანიტრიპტპლინს მაინც მიგრძელებენ.... გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება ამდენ ხანს ერთი პრეპარატის მიღება, არ გამოიწვევს იგი სხვა გართულებებს, პრობლემებს? ხომ არ დადგება დრო,როცა ექიმი მკითხავს-რამე წამალს ხომ არ იღებდით ხანგრძლივათ?-----წინასწარ გიხდით მადლობას...