კითხვა: რა იწვებს თავის ტვინის ატროფიას? რა სახის მედიკამენტები გამოიყენება? იკურნება თუ არა? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. თავის ტვინის ატროფია, კლინიკური თვალსაზრისით იყოფა 5 ტიპად, ესენია:
- თავის ტვინის ქერქის ატროფია;
- ნათხემის ატროფია;
- ცერებრული ატროფია;
- ქსოვილების ატროფია – ენცეფალოპათია;
- დეგენერაციული ატროფია.
ისინი წარმოადგნენ იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებებს, რომელთა განვითარების დროსაც ირღვევა ორგანიზმის ავტონომიური ფუნქციები, მათ შორის:
- სისხლის წნევა;
- გულისცემა;
- შარდის ბუშტის მოქმედება;
- მონელება.
აღნიშნული პათოლოგია ყალიბდება 50-70 წლამდე ასაკის პაციენტებში.
დაავადების მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებსა და ცხოვრების სტილის შეცვლას. მდგომარეობა ქრონიკულია, პროგრესირებს ეტაპობრივად და საბოლოო ჯამში დგება ლეტალობა.
უმჯობესია, პროგნოზებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ პაციენტის მკურნალმა ექიმმა.
იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით, მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!