კითხვა: გამარჯობა. ვარ 56 წლის. გაზაფხულზე ვიყავი ავად, მქონდა ფილტვების ანთების დასაწყისი. ადგილობრივმა ექიმებმა დამიდგინიეს ქრონიკული ბრონხიტი. ვიმკურნალე საავადმყოფოშიც ვიწექი 6 დღე. გამოსვლის შემდეგაც მთელი ზაფხულია ვმკურნალობ, მაქვს გარკვეულ დღეებში მუხლებში მოთენთვა და მაბარბაცებს. ადგლობრივმა ნერვოპათოლოგმა დამინინა ნერვული დაძაბულობის საწინააღმდეგო პრეპარატები: ნოვარესტი და ა.შ. ასევე გავესინჯე ფსიქოთერაპეტსაც რომელმაც დამისვა დიაგნოზი ნერვოზის მსუბუქი ფორმის - ასთენიის. დამინიშნა მკურნალობა მედიკამენტებით: ციტოფლავინი, სერიქსი და ნოვარესტი. თითქმის 1 თვე გავიდა რაც ვსვამ ამ წამლებს მაგრამ ეს ფეხებში სისუსტე და მოთენთილობა, ბარბაცი ვერ მოვიშორე. დილით ადგომისას კარგად ვარ, მხნედ. ვვარჯიობ მსუბუქად 15 წუთი. მაგრამ შუადღის 2 საათის შემდეგ ისევ ვითენთები და ენრგია თითქოს აღარ მაქვს, ხასიათიც მეკარგება, ყველაფრის ხალისიც. ეს გრძელდება დაახლოებით 5 - 6 საათამდე, რის შემდეგადაც ვარ შედარებით უკეთესად. ასევე ვსვამ ომეგა 3-ს... გთხოვთ მომცეთ პასუხი თუ რა არის ეს და რისი ბრალია? როგორ მოვიქცე?
პასუხი:
მოგესალმებით,
ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთი გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის სისუსტის, გამოფიტვის ნიშნები, ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების სიმპტომების გარეშე.
ნევრასთენიის სიმპტომებია:
- ადვილად დაღლა;
- საერთო სისუსტე;
- შრომის უნარის დაქვეითება და ა.შ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში, მისი პრეროგატივაა, შეწყვიტოს, შეაჩეროს ან შეცვალოს დანიშნულება.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!