დიაბეტური ნეიროპათია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ, ბედნიერ შობა ახალ წელს დაესწარით. ასეთი კითხვა მაქვს, დედაჩემი არის 68 წლის,პერიოდულად ემართება ასეთი რაღაც,ფეხებში ძალა ეცლება,მოულოდნელად ეკვეთება მუხლს დაბლა და ეცემა,აქვს დიაბეტი და ხერხემლის მალების აცილება. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რომელ ექიმთან მივიყვანო? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად ასეთ სიმპტომებს იწვევს როგორც ნევროლოგიური ისე სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. თუმცა, როგორც მოგვითხრობთ, დედათქვენს აქვს დიაბეტი. ამიტომ, ვფიქრობთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს დიაბეტურ ნეიროპათიას, რომელიც ნერვების დაზიანებით მიმდინარე მდგომარეობაა, რომელსაც დიაბეტი იწვევს. შაქრის მაღალი დონე აზიანებს ნერვულ ბოჭკოებს მთელ სხეულში, მაგრამ განსაკუთრებით წვივებსა და ტერფებში.
არსებობს დიაბეტური ნეიროპათიის ოთხი მთავარი ტიპი. შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ტიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები:
● შემცირებული მგრძნობელობა, ტკივილის ან ტემპერატურის შეგრძნების უნარის დაქვეითება;
● წვის ან დაბუჟების შეგრძნება;
● კუნთების სისუსტე;
● რეფლექსების დაქვეითება, განსაკუთრებით კოჭში;
● ბალანსისა და კოორდინაციის დაქვეითება და ა.შ.
ეს ნიშნები და სიმპტომები ყოველთვის არ ნიშნავს ნერვის დაზიანებას, თუმცა შესაძლოა, სხვა დაავადებებზე მიანიშნებდეს.
გართულებების თავიდან აცილებისათვის კი საჭიროა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს მკურნალობა.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან, გასინჯვის შემდეგ შეურჩევს მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა