ხელის დაბუჟება, კარდიოფობია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ,ვარ 21წლის დროთა განმავლობაში ხელებიდან მეწყება დაბუჟება და ნელნელა ამოდის ზემოთ ზემოთ თავამდე აღწევს შიგნითაც და ვერაფერს ვგრძნობ ამდროს გარდა იმისა რო ქვასავით ვარ და თავამდე რო მიაღწევს თავი ას კილოიანი მგონია ისე მიბუჟდება,ასევე ხშირად მიჩწარდება გული და სუნთქვას მიჩქარებს....თავიც ხშირად მტკივააა რა შეილება იყოს :((( მეშინია
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა იწვევს ხელის დაბუჟებას;
  • რა არის კარდიოფობია;
  • რა ფაქტორებთან არის დაკავშირებული კარდიოფობია.

ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება. თუმცა, შესაძლოა, სტენოკარდიული შეტევაც იწვევდეს დაბუჟების შეგრძნებას.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია.
ასევე შესაძლებელია, თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზი იყოს:

  • კისრის მალების სპონდილოზი;
  • დისკოს თიაქარი.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან.
რაც შეეხება გულის აჩქარებას და შიშს, სავარაუდოდ საქმე ეხება კარდიოფობიას.

კარდიოფობია

გულის ნევროზი იგივე კარდიოფობია ხშირად დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან როგორებიცაა:

  • ნერვულ-ემოციური სტრესი;
  • გადაღლა;
  • აღელვება;
  • ქრონიკული ინფექცია;
  • ჰორმონული დარღვევები.
  • ასევე, გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.

იმისთვის, რომ ზუსტად დავადგინოთ თქვენი სიმპტომების მიზეზი, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.
შემოგთავაზებთ, აქციას გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul%e2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406

დიაგნოსტირდება თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგად დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
საჭიროების შემთხვევაში კი, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა