მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, ზოგადად, თვალისა და თავის ტკივილის გამომწვევი შესაძლოა, იყოს გლაუკომა, რომლის დიაგნოსტირებისთვისაც უნდა გაიზომოს თვალის შიდა წნევა.
ტკივილების გამომწვევი შესაძლოა იყოს ასევე:
- ირიტი
- რეფრაქციის დარღვევა.
რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში, სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
სხვა მიზეზთა შორისა:
- ჰემიკრანია – იგივე შაკიკი;
- თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგია და ა.შ.
დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავისა და თვალის ტკივილს თქვენს შემთხვევაში, შეუძლებელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე დაგეგმავს თქვენთვის შესაბამის კვლევას და მკურნალობის მეთოდს.
საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევას + ნევროლოგის კონსულტაციას, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--/31356
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!