მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის შარდის შეუკავებლობა;
- ფუნქციური შეუკავებლობის მიზეზები;
- რისგან შედგება ნერვული სისტემა;
- დიაგნოსტირების მეთოდები;
- კვლევის მეთოდები.
შარდის შეუკავებლობა დაავადება არ არის, ის ან რომელიმე დაავადების სიმპტომია, ან დროებითი მდგომარეობა, რომელსაც არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორისაა:
- შარდსაწვეთის ჰიპერკინეტიკა;
- შარდის ბუშტის მომჭერი კუნთის მოდუნება;
- შარდის ბუშტის მაინერვირებელი ნერვების დაზიანება;
- შარდის ბუშტის კუნთის დაზიანება;
- საშარდე სისტემის გამავლობის შეფერხება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შარდის ე.წ. ფუნქციური შეუკავებლობა და მისი მიზეზები:
- ალკოჰოლის მოხმარება;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- საშარდე გზების ინფექცია;
- კოფეინი;
- გაზიანი სასმელები და მინერალური წყალი;
- ხელოვნური დამატკბობლები;
- ცხარე საკვები;
- გულის და არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები;
- სედაციური საშუალებები;
- კუნთების დამამშვიდებელი საშუალებები.
ნერვული სისტემა
ზოგადად, ნერვული სისტემა შედგება თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვებისაგან.
ცენტრალურ ნერვულ სისტემას მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი, ხოლო პერიფერიული ნერვული სისტემა მოიცავს ზურგის ტვინის 31 წყვილ ნერვს და 12 წყვილ კრანიალურ ნერვს, მათი ინერვაციების აღწერილობა კი, ძალიან შორს წაგვიყვანს.
თუ უროლოგიური პათოლოგია დაზუსტებით გამოირიცხა, შესაძლოა ჩივილის მიზეზი იყოს როგორც სიმპატიკური, ისე პარასიმპატიკური ნერვული სისტემის დარღვევა.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარსული სამედიცინო ისტორიის შეკრება, რაც დისტანციურად შეუძლებელია, აუცილებელია:
- პათოფიზიოლოგიის იდენტიფიცირება;
- დიფერენციული დიაგნოზის გატარება;
- სპეციფიკური, შესაბამისი გამოკვლევის მეთოდების შერჩევა;
- მემკვიდრული დაავადებების გამორიცხვა.
დიაგნოსტირების თვალსაზრისით ტარდება შემდეგი კვლევები:
- შარდის საერთო ანალიზი;
- უროდინამიკური ტესტირება;
- მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელზეც აქციის ფარგლებში გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731
ანამნეზური მონაცემების ობიექტური შეჯერების შემდეგ, მოგეცემათ რეკომენდაცია საჭირო კვლევის შესახებ, რის შემდეგაც დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თან იქონიეთ ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!