თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. დაახლოებით 6 წელია თავის ტკივილებით ვიტანჯები თითქმის ყოველ დღე ხან დღეში ორჯერ მიწევს გამაყუჩებლის(მიგრალგინის) დალევა.გავიკეთე თავის ტომოგრაფია მითხრეს სისხლძარღვების შევიწროება(შაკიკი) მაწუხებს ხერხემალი გავიკეთე ტომოგრაფია მითხრეს დისკის დაცურება ხერხემალზე არა მაგრამ მთე ლი 6 წლის განმავლობაში დავდივარ ექიმებთან ვსვავ წამლებს მაგრამ შედეგი არაფერი საერთოდ ეხლა მითხრეს რიმ გავიკეთო კისრის ტომოგრაფია რადგან კისრის არეშიც მაქვს ტკივილი და წვა. ვეღარ ვიგებ ვისთან მივიდა რა მკურნალობა ჩავიტარო რომ ცოტა მაინც მქონდეს შედეგი ყოველ დღე გამაყუჩებელზე ვარ იქნებ მირჩიოთ რამე ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ არის. თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

sisxldzargvis_sheviwroveba


ზოგადად, თავის ტკივილი შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი, მათ შორისაა:

  • ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული პათოლოგია;
  • შაკიკი (ჰემიკრანია);
  • კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი;
  • კისრის დისკოს თიაქარი და ა.შ.

მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ და გირჩევთ, თავადაც აარიდოთ თავი თვითმკურნალობას. რადგან, ჩივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დიაგნოსტირების გარეშე, დამოუკიდებლად მკურნალობამ შესაძლოა, გამოიღოს უკუშედეგი.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს წინასწარი ჩაწერით. სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები, რომელთა შეჯერების შემდეგ შევძლებთ, დაგინიშნოთ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
ვიზიტისას თუ საჭირო გახდება, რომ ჩატარდეს კისრის მიდამოს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias/20575
ასევე, აქციის ფარგლებში შეგეძლებათ, ისარგებლოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფიით: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad/31356

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა