ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: ძალიან მიჭირს დილით გადაბრუნება საწოლში და წამოდგომა,ტკივილი მაქვს მთელი ზურგის არეში. როცა როგორმე წამოვდგები და გავივლი თანდათან ტკივილი გადის და ჩვეულებრივად ვმოძრაობ უმტკივნეულოდ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობთ რომ საქმე ეხება ხერხემლის პათოლოგიას, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
(წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს. იმ სტრუქტურების პათოლოგიურ პროცესში ჩათრევა, რომლებიც არ შეიცავენ მგრძნობიარე დაბოლოებებს, უმტკივნეულოა.
ზურგის ქვედა ნაწილის ადგილობრივი ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ.
ტკივილს ხშირად გაფართოებული ხასიათი აქვს და იგრძნობა ზურგის დაზიანებულ ნაწილში ან მისგან გვერდზე. ტკივილი ხშირად მწვავდება მოძრაობის ან სხეულის სივრცეში გადაადგილების (დახრის, ლოგინიდან ადგომის) დროს, როდესაც ხდება დაზიანებული ან ანთებითი ქსოვილების გადაადგილება.
შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფესვურ ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ნერვებზე ზემოქმედებისას.
ფესვური ტკივილი ჰგავს გადაცემით ტკივილს, მაგრამ მისგან განსხვავდება მეტი ინტენსივობით (თითქოს დენის დარტყმისებურია) და ვრცელდება ხერხემლიდან პერიფერიებისაკენ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე, გასინჯვის დროს შეფასდება ნევროლოგიური მდგომარეობა, ასევე გამოვლინდება ხერხემლის ბიომექანიკის შესაძლო დარღვევები, კუნთების მდგომარეობა ზურგისა და საჯდომის მიდამოში, გამოკვლევის შემდეგ კი, ნევროლოგი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღე პარასკევი, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა