მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა ყველა შემთხვევაში სახეზეა ნევროლოგიური დაავადების სიმპტომები, რომელსაც სავარაუდოდ ახლავს ქალასშიდა წნევის მომატება .ასევე საინტერესოა იზომავთ თუ არა არტერიულ წნევას და როგორი მაჩვენებელი აქვს მას ტკივილის ეპიზოდის დროს და ასევე როგორია ის ღებინების შემდეგ .
ეს და ბევრი სხვა ანამნეზური და კლინიკური ნიშანია საჭირო შეფასდეს ერთობლივად შემდეგ დადგეს დამატებითი ინსტრუმენტული კვლევების საკითხი.
ეს ყოველივე არის ექიმ–ნევროლოგის კომპეტენცია და გირჩევთ მასთან განახორციელოთ ვიზიტი.
შესაძლოა საჭირო გახდეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევა (MRI), რათა გამოირიცხოს თავის ტკივილის გამომწვევი სხვა საშიში დაავადებები (სიმსივნე, სისხლძარღვოვანი ანომალია და ა.შ.).
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, ექიმი შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის და ინდივიდუალურ მეთოდს. თუ საჭირო იქნება მრტ კვლევა, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას 550 ლარის ნაცვლად 280 ლარად.
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს, ხოლო ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მაქ შუბლის მიდამოში ძალიან ძლიერი ტკივილები განსაკუთრებით გადაღლილობით და სიცხეში მტკივდებ და მაქ გულისრევის შეგრძნება და თუ ბოდიში და ვაღებინე თავის ტკივილი აღარ მაწუხებს რა შეიძლება მჭირდეს და ვის მივმართო
პასუხი: