მოგესალმებით,
თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ არის. თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
ზოგადად, თავის ტკივილი შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი, მათ შორისაა:
- ტვინის გარსების პათოლოგია;
- ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული პათოლოგია;
- თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება;
- ლიქვორის (თავზურგტვინის სითხე) ცირკულაციის მოშლა;
- ქალასშიგა წნევის მომატება;
- ჰიპერტონია;
- ჰიპოტონია;
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა.
ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
როგორც მოგვითხრობთ, დადგენილი გაქვთ შაკიკი.
შაკიკი – ჰემიკრანია
იგი გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.
შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას. შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს.
ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა + ნევროლოგის კონსულტაცია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--/31356
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!