მალთაშუა დისკოს თიაქარი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ. ივნისში თქვენთან გავიკეთე მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ხერხემლის დამიდგინდა წელის მეხუთე მალის 9 მმ და მეოთხე მალის 5 მმ თიაქარი მქონდა საშინელი ტკივილები და მარცხენა ფეხი დამიბუჟდა, გამიშეშდა 16 ივლისს გავიკეთე ოპერაცია მარტო 9 მმ თიაქარზე. 5 მმ ისევ მაქვს ხომ ვერ მეტყვით რა სახის რეაბილიტაციაა საჭირო ისევ საოპერაციო რომ არ გავხდე ან მრტ კვლევა თუ არის ისევ საჭირო?
პასუხი:

მოგესალმებით,
მალთაშუა დისკოს თიაქრის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროება და შედეგად, ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესია. ამან, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მიმდებარე ქსოვილების ანთება და შეშუპება.
მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის და რეკომენდაციისათვის, უმჯობესია ისევ მიმართოთ ან დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა