ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 38 წლის,მაქვს ძლიერი სტრესული სიტუაცია, სამსახურის დაკარგვა, ემიგრაციაში წასვლა, ოჯახის მონატრება, დაბრუნება და სამსახურში აღდგენის მცდელობა და ასე შემდეგ.. ჩავიტარე გამოკვლევები ფარისებრის, სისხლის საერთო და კარდიოგრამა, ყველაფერია წესრიგში, თუმცა მაქვს უიმედობის შეგრძნება უკვე თვეებია, მქონდა პანიკ. შეტევები, პანიკ შეტევები აღარ მაქვს თუმცა დამრჩა ღელვა, სულ წნევის აპარატს დავათრევ და ინტერნეტში ვიწექები, არ მიხარია არაფერი და რადგან დავრწმუნდი რომ ანალიზებზე არაფერი მჭირს,ავიკვიატე თავში ხომ არაფერი მაქვს დაავადება რადგან ხშირად ვბრუვდები განსაკუთრებით როცა ვნერვიულობ. თუმცა თავის ტკივილები მაწუხებდეს ვერ ვიტყვი, ძალიან იშვიათად ვგრძნობ ქუდის მოჭე რის სინდრომს როცა კეპი მახურავს და გაელვებასავით შეგრძნებები მაქვს. მზის შუქზე თვალები მტკივა და ვერ ვიტან ხმაურს. კიდევ ერთი.. ეს ყველაფერი დამეწყო ემიგრაციაში მუშაობის დროს როდესაც ფეხზე უეცრად ავდექი და წამიერად თვალები დამიბნელდა. ეს ბავშვობიდან მჭირს მდა არასდროს ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო. როდესაც რაიმე კარგ ინფორმაციას ვიღებ და იმედა ჩნდება ეს ყველაფერი მინიმუმამდე დადის მაგრამ იმედგაცრუებაზე ორმაგად მჭირს. ასევე დაძაბულობის დროს მეღვიძება დილის 6 საათზე. გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება მჭირდეს და რა ვუშველო თავს. თქვენი პასუხი ჩემთვის მნიშვნელოვანია
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ „ფეხზე უეცრად ავდექი და წამიერად თვალები დამიბნელდა“ ეს შესაძლოა, მართლაც უკავშირდებოდეს სისხლძარღვოვან პათოლოგიას. ზოგადად ასეთი რამ ვითარდება როდესაც თავის ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება. თუმცა, გასათვალისწინებელია , ასეთი შემთხვევა ხომ არ განმეორდა სხვა დროსაც.
თქვენს მიერ ჩამოთვლილ სხვა სიმპტომებს თუ გავითვალისწინებთ სავარაუდოდ საქმე ეხება ნევროზსა და დეპრესიას.
ნევროზები - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით.
დეპრესიას კი, ერთი კონკრეტული და უნივერსალური მიზეზი არ აქვს, მის აღმოცენებაში რამოდენიმე ფაქტორი მონაწილეობს.
მისი ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • ძლიერი ცხოვრებისეული სტრესი;
  • საყვარელი ადამიანის დაკარგვა,
  • ფინანსური და ზოგადად, სოციალური პრობლემები და ა.შ.

შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფსიქო– ნევროლოგ ირაკლი აროშიძესთან კონსულტაციაზე, სადაც გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი გამოკვლევის საფუძველზე დასვამს დიაგნოზს, განსაზღვრავს დეპრესიის სიმწვავის ხარისხს, გაგაცნობთ მკურნალობის მეთოდებს და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას შემოგთავაზებთ.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა