მოგესალმებით,
როგორც წესი, ინსულტის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება თავის ტვინის ერთი ან რამდენიმე სისხლძარღვი. ესენი შეიძლება იყოს საძილე ან ხერხემლის არტერიები და მათგან გამომავალი ქალაშიდა ტოტები, რომლებიც არტერიული სისხლით ამარაგებენ თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილებას.
ინსულტს განსაზღვრავენ, როგორც ნევროლოგიურ გართულებას, რომელიც წარმოიშობა თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიური პროცესების შედეგად, რითაც შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი.
იშემიური ინსულტი ვითარდება თრომბოზის, ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის ანდა ანგიოპარეზით გამოწვეული სისხლის ხანგრძლივი სტაზის შედეგად.
თუ პაციენტს იშემიური ინსულტი განუვითარდა ან მოხდა ტვინშიდა სისხლჩაქცევა, ან ადგილი ჰქონდა ტვინის იშემიის მოვლით ეპიზოდებს, ადეკვატური თერაპიის ჩასატარებლად საჭიროა ზუსტი დიაგნოზი. ამისთვის აუცილებელია განისაზღვროს თავის ტვინის დაზიანების კერის, სისხლძარღვოვანი პათოლოგიური პროცესის (რომელიც განაპირობებს პაციენტის ნევროლოგიურ სიმპტომატიკას) ხასიათი და ლოკალიზაცია, ასევე იშემიის ზონაში კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ანატომიური მონაცემები ნებისმიერ შენარჩუნებულ გზებზე.
იშემიური ინსულტის კვლევებში გამოიყენება ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია, დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ კი, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.რაც შეეხება დედათქვენის შემყხვევას,დიდი ალბათობით საჭირო იქნება საძილე არტერიების მკურნალობა ან ღია ,ან ენდოვასკულური სტენტირების წესით ,რომელიც უნდა გაირჩეს გამოკვლევების შედეგად .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას შეფასდება პაციენტის მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ექიმი დანიშნავს საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკურ კვლევებს და ამის შემდეგ პაციენტთან ერთად დაგეგმავს აპრობირებულ მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, ძალიან გამიხარდა ეს შესაძლებლობა რო ვიპოვე. დედამ 2ჯერ გადაიატანა თავის ტვინის იშემიური ინსულტი, პირველად 2016 წლის გაზაფხულზე და მეორედ 2018 წლის თებერვალში, იღებს წნევის მარეგულირებელს ყოველდღიურად, კარდიომაგნილს და ცერეტონს, თუმცა მაინც აქვს ხშირად წნევის ცვალებადობა, თავის გაუსაძლისი ტკივილი თითქმის ყოველდღე, ძალიანაა გაღიზიანებული და ყველაფერზე ბრაზობს, რა შეიძლება იწვევდეს თავის ასეთ ტკივილს? დედა ხდება 54 აწლის
პასუხი: